საქართველოში კორონავირუსი კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი. სხვა პრევენციული ზომების მიღებასთან ერთად, აუცილებელია, ვიზრუნოთ ჩვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე, რაც ყველაზე უკეთ სწორი კვებითაა შესაძლებელი.
გთავაზობთ 5 ჯანსაღ საჭმელს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.
- წითელი ბულგარული წიწაკა
წითელი ბულგარული წიწაკა დიდი დოზით შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ერთი ჭიქა დაჭრილი ბულგარული ორჯერ უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს ვიდრე ფორთოხალი. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მეტი ეფექტურობისათვის ბულგარული მივირთვათ ცოცხლათ, მივაყოლოთ ჰუმუსს ან რაიმე სალათს.
- ბროკოლი
ბროკოლი შეიცავს ვიტამინ C-ს. ერთი ჭიქა ბროკოლი ვიტამინის მიღების დღიური ნორმის 43%-ს შეადგენს. თუკი გსურთ, ბროკოლისგან რაც შეიძლება მეტი ვიტამინის მიღება, მიირთვით ცოცხლად. - ნიორი
ნიორი ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციების წარმოქმნას. გარდა ამისა, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. სასურველია, რომ დღეში 2 ან 3 კბილი ნიორი მიირთვათ. დიეტოლოგის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახით მიიღებთ მას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვახშმის მომზადებისას ან შეურიოთ სოუსს. - სოკო
სოკო შეიცავს ვიტამინ D-ს, რომელიც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. გარდა ამისა, იგი ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს. სოკო მშვენიერი ინგრედიენტია აპეტაიზერის ან ვახშმის მოსამზადებლად. - მზესუმზირის მარცვლები
მზესუმზირა უხვად შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. მხოლოდ 30 გრამ მოხალულ მზესუმზირას შეუძლია ვიტამინ E-ს მიღების დღიური ნორმის 50%-მდე მოგცეთ.
იზრუნეთ თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ასეთი მარტივია.