ბავშვების გაღიზიანება დაკავშირებულია თუ არა საჭმელთან?

ხშირად მშობლები ბავშვების გაღიზიანებასა და მათ ჭირვეულ ხასიათს საჭმელს აბრალებენ.

"დიალოგის" ფსიქოლოგიქეთი მესხიშვილი,  ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ “დიალოგის” ფსიქოლოგი, პასუხობს ამ შეკითხვას.

“ბავშვების გაღიზიანების უამრავი მიზეზი არსებობს და ზოგჯერ მშობლები საკვებსაც უკავშირებენ ხოლმე.

ვიტყი, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, აღგზნების მატება შეიძლება შეინიშნებოდეს, მაგ: შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ბურგერები და ა.შ. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა საკვებს მაინც არ ენიჭება. თუკი ბავშვი ფსიქო-ემოციური, ფონი კი სტაბილურია და მას გარემოდან გამომდინარე სხვა მიზეზი გაღიზიანებისათვის არ აქვს, მაშინ მხოლოდ ,,ცუდი საჭმელი” მის გაღიზიანებას არ გამოიწვევს.

თუ მშობელი ამჩნევს, რომ მისი შვილი საკვების გამო ადვილად ღიზიანდება, ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და მიმართოს სპეციალისტს”.

ასევე დაგაინტერესებთ