Dodo.Gastronomy – ყველაზე გემრიელი გაერთიანება

Meals.ge-ს ერთ-ერთი გამორჩეული კულინარიული ბლოგია Dodo.Gastronomy. ეს გახლავთ ორი უახლოესი მეგობრის კულინარიული ბლოგი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ტრადიციული თუ თანამედროვე კერძის რეცეპტი, შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქართული, ასევე ევროპულო სამზარეული.

არის მრავალფეროვანი, გამოირჩევა საოცარი ფერადოვნებით, ეს ყველაფერი კი იმდენად სინთეზური და ორგანულია, რომ აუცილებლად მოგინდებათ მათი რეცეპტების გამოყენება.

მარიამ დიღმელაშვილი – დოდოს გასტრონომიის ერთ-ერთი დამფუძნებელი

„სამზარეულო ის სამყაროა, საიდანაც არასდროს მინდება გამოსვლა, რაც უფრო მიბიძგებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაცილებით მეტი ვისწავლო და პროფესიულ დონეზე დავეუფლო კულინარიას. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა კვების წარმოების ტექნოლოგიაზე, რაც კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ დონეზე განვავითარო, ჩემი, როგორც მომავალი მზარეულის მოღვაწეობა“.

 

ქეთევანი ბუაჩიძე – დოდოს გასტრონომიის ერთ-ერთი დამფუძნებელი

„ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად – კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა, ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა. დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია”.

გაეცანით ქეთისა და მარიამის კულინარიულ ბლოგს, Dodo.Gastronomy – აღმოაჩინეთ სახლური რეცეპტების მთელი რიგი. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ