Mariams cookart – მრავალფეროვანი რეცეპტების ბლოგი

მარიამ ხარაიშვილის კულინარიული ბლოგი, Mariams cookart მრავალფეროვნებით გამოირჩევა – შევხდებით, როგორც აზიურ ცხარე კერძებს, ისე ჯანსაღი საჭმლის რეცეპტებს.

“პროფესიით ექიმი-ოფთოლმოქირურგი ვარ. კულინარიული ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვხოვრობდი მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მომინდა, გამეკეთებინა ბლოგი და ჩემი რეცეპტები გამომწერებისთვის გამეზიარებინა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს”.

 

“რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აუცილებლად მინდა, რომ განვითარდეს ჩემი კულინარიული ბლოგი. სამომავლოდ ვაპირებ, რომ შევისწავლო კულინარია და ის საიდუმლოებები, რაც იმალება ამ დიდ სამყაროში”.

“ამჯერად უფრო მეტად პროფესიული განვითარებით ვარ დაკავებული და კულინარიას მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვფლობ – სახლში და მეგობრებთან”.

გაეცანით მარიამის რეცეპტებს სრულად. 

 

 

Advertisements

ასევე დაგაინტერესებთ