Marishkas Dinery – მადისაღმძვრელი რეცეპტებისა და სურათების ბლოგი

meals.ge-ს ერთ-ერთი გამორჩეული კულინარი მარიშკა შაქარიშვილია. Marishkas Dinery მადისაღმძვრელ რეცეპტებთან ერთად, კერძების საოცარ სურათებსაც გვთავაზობს.

“მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მქონია პროფესიული თუ არაფორმალური შემხებლობა განათლების დონეზე კულინარიასთან. ამ სფეროსადმი ინტერესი 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და უამრავ გადაცემას ვუყურებდი, ვცდილობდი, აღმომეჩინა ბევრი ახალი და საინტერესო მიმდინარეობა. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიზიდავს და მთავარი ამოსავალი ამ საქმისა იყო, გამეერთიანებინა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან და ბლოგის სახით, ჩემი სოციალური კუთხე შემექმნა”.

“ჩემთვის კულინარია არის ის, რაც მანიჭებს სიამოვნებას. მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება,  ახალი რეცეპტების აღმოჩენა, მოფიქრება. ვისურვებდი, უფრო მეტად განვვითარდე და უფრო მეტი ვისწავლო ამ მიმართულებით. არ არის საკმარისი პროდუქტების სახელების, სწორი დამუშავების და მომზადების ცოდნა. კულინარიაში გჭირდება ინტუიცია, გემოს სწორად აღქმა და განათლება, შენ უნდა ეცადო შექმნა რაღაც ახალი ან მარტივი, მაგრამ ისეთი გემრიელი, რომ ვიღაც ან თუნდაც შენი თავი გააბედნიერო”.

 

“გამოგიტყდებით, რომ ყველაზე სასიამოვნო ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვაა. ერთი წელია, რაც მივხვდი, რომ “Food Photography” ძალიან მიზიდავს. სამომავლოდ მინდა, უფრო სიღრმისეულად შევისწავლო, რათა მეტად დახვეწილი და ლამაზი კადრები გადავიღო”.

“რაც შეეხება ბლოგს, ვცდილობ, შევქმნა მიმზიდველი კონტენტი და გამომწერები უფრო მეტად დავაინტერესო, ბლოგის გაკეთების პირვანდელი მიზანი იყო გართობა, მაგრამ ახლა უფრო სერიოზულად ვუყურებ ამ ყველაფერს და ძალიან მინდა, ხალხს მოსწონდეს ის, რასაც ვაკეთებ”.

გაეცანით მარიშკას რეცეპტებს სრულად.

 

 

Advertisements

ასევე დაგაინტერესებთ