რა საიდუმლოს ინახავს დარიჩინი?

ქალებისათვის ტუჩსაცხი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის ჩვენს ვიზუალს განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ბევრ ჩვენგანს სურს, ჰქონდეს უფრო დიდი მოცულობის ტუჩები.

სწორედ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. იცოდით, რომ ტუჩებისათვის მოცულობის გაზრდა ბუნებრივად, მხოლოდ ერთი ინგრედიენტითაა შესაძლებელი?

დარიჩინი – სწორედ ესაა ჩვენი პატარა საიდუმლო.

სასურველი ფერის ტუჩსაცხი მოათავსეთ პატარა თასში, დაუმატეთ ტუჩის ბალმი, 3-4 წვეთი ნუშის ზეთი  და გაალღვეთ. შემდეგ დაამატეთ სულ ცოტა დაფქული დარიჩინი, ყველაფერი კარგად გადაზილეთ ერთმანეთში, მოათავსეთ პატარა კონტეინერში და გააგრილეთ.

დამზადებული ტუჩსაცხი საოცრად არბილებს ტუჩებს, ამასთან ერთად კი, ანიჭებს მოცულობას.

ასევე დაგაინტერესებთ