• მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    30 წუთი
  • ულუფა
    1

რეცეპტი მათ, ვისაც აზიური სამზარეულო იტაცებთ.

ინგრედიენტები

აღწერა

პირველ რიგში, მოხარშეთ ხორცი და უდონი.

1 ნაბიჯი

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ 5წუთი, შესქელებამდე.

2 ნაბიჯი

მოხარშული ხორცი შეაწითლეთ ტაფაზე, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და მოამზადეთ მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში.

3 ნაბიჯი

ტაფაზე მოთავსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ სოუსი და მოხარშული ატრია.

შენიშვნა

სოუსის მოსამზადებლად სოუსისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები მოათავსეთ ერთად და კარგად აურიეთ.

მოყვარული კულინარი. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა კერძების მომზადება, საკონდიტრო ნაწარმის მზადების პროცესს ყოველთვის შორიდან ვაკვირდებოდი, ცოტათი მეშინოდა კიდეც დესერტების მომზადება. კარანტინის დროს, როდესაც აქტიური ცხოვრების რიტმიდან დროებით ამოვარდნა მომიწია და სახლში აღმოვჩნდი, ჩემი მომზადებული კერძებისთვის ლამაზი ფოტოების გადაღება გადავწყვიტე. გადაღებული ფოტოების მხოლოდ ჩემთვის დატოვება დამენანა და აქედან დაიბადა ინსტაგრამ ბლოგის იდეაც. ხალხისგან წამოსულმა უკუკავშირმა სტიმული მომცა, რომ წამოწყებული საქმიანობა გამეგრძელებინა. ჩემი გამომწერების ინტერესის ძირითად სფეროს ტკბილეული წარმოადგენდა და მეც გადავდგი პირველი ნაბიჯი კონდიტერიაში. ჩემი პირველი,დამოუკიდებლად მომზადებული დესერტი შოკოლადის ტარტი იყო. მაშინ მივხვდი,რომ შეუძლებელი არაფერია და ამავე დროს აღმოვაჩინე, რომ საქმე, რომელიც მომწონს,მინდა ჩემს მეორე პროფესიად ვაქციო. ცოტა ხნის წინ ონლაინ საკონდიტროც კი შევქმენი, და არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ჩემს პატარა საკონდიტროში გიმასპინძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ