- 21/11/2020
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო30 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, ვამზადებთ ბისკვიტს - კვერცხის ცილას ვთქვეფთ, გამყარების შემდეგ ვამატებთ შაქარს.
შაქრის გადნობის შემდეგ ვამატებთ კვერცხის გულებს და სულ ბოლოს, ფრთხილად ვურევთ კაკაოსა და ფქვილს. ვაცხობთ კლასიკურ ბისკვიტს 18 დმ-იან ფორმაში 160 გრადუსზე 30 წთ.
200 მლ. რძისგან, შაქრისგან და ფქვილისგან გავაკეთეთოთ კლასიკური კრემი - ავთქვიფე კარაქი გათეთრებამდე და კოვზებით დავუმატე რძის ფაფა. კარგად რომ გაითქვიფა და გაფუმფულდა კრემი, დავუმატე შესქელებული რძე ასევე თითო კოვზით.
ეს კრემი რომ გამზადდა, შევურიე ქოქოსის ფანტელები, ამოვიყვანე ნაღები მაღალ სიჩქარეზე (არ დავამატე შაქრის ფხვნილი, რადგან შესქელებული რძით ისედაც ტკბილი გამოდის) და ფრთხილად გადავურიე კრემს, დავამატე ვანილი და ცხელ რძეში გახსნილი ჟელატინი. კრემი გავაციე ოთახის ტემპერატურაზე.
დავიწყოთ ტორტის აწყობა - ბისკვიტი გავჭერი ორად და ერთი ნაწილი ჩავდე გასახსნელი ფორმის ძირზე (მეორე ნაწილი არ დამჭირდა), დავნამე კონიაკით და კრემის მასა გადავიტანე ბისკვიტზე, გავაჩერე მაცივარში შოკოლადის მომზადებამდე.შემდეგ ფორმაშივე მოვასხი შეგრილებული შოკოლადი და მაცივარში გავაჩერე რამდენიმე საათი.
შენიშვნა
შოკოლადის მომზადების რეცეპტი - ნაღები ჩავასხი ჭურჭელში და გავაცხელე, ჩავყარე 2 ფილა შოკოლადი, ერთი თეთრი შოკოლადი და ერთიც შავი 64%-იანი. ვურევთ გამუდმებით. დადნება თუ არა შოკოლადი, გადმოვიტანოთ ნამცხვარზე.
Diana Kveladze
ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.
ასევე დაგაინტერესებთ
ბაუნტი – ქოქოსის ტორტი (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions