- 29/11/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო35 წუთი
-
ულუფა1
როდესაც ბრაუნის მომზადებას გადაწყვეტთ და ინტერნეტში ათასობით რეცეპტს ნახავთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ, რადგან ეს ბრაუნის საუკეთესო რეცეპტია.
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, გავადნოთ კარაქი და შოკოლადი. შემდეგ გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და ზეთი. ათქვეფილ მასას დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი. კარგად მოურიეთ.
ცალკე თასში ავურიოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და დავუმატოთ ცომს. ვურიოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას.
მიღებული მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, გავანაწილოთ თანაბრად და მოვაყაროთ შოკოლადი. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე.
შენიშვნა
შეგიძლიათ, მიირთვათ ნაყინთან ერთად.
ana mkheidze
მოყვარული კულინარი. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა კერძების მომზადება, საკონდიტრო ნაწარმის მზადების პროცესს ყოველთვის შორიდან ვაკვირდებოდი, ცოტათი მეშინოდა კიდეც დესერტების მომზადება. კარანტინის დროს, როდესაც აქტიური ცხოვრების რიტმიდან დროებით ამოვარდნა მომიწია და სახლში აღმოვჩნდი, ჩემი მომზადებული კერძებისთვის ლამაზი ფოტოების გადაღება გადავწყვიტე. გადაღებული ფოტოების მხოლოდ ჩემთვის დატოვება დამენანა და აქედან დაიბადა ინსტაგრამ ბლოგის იდეაც. ხალხისგან წამოსულმა უკუკავშირმა სტიმული მომცა, რომ წამოწყებული საქმიანობა გამეგრძელებინა. ჩემი გამომწერების ინტერესის ძირითად სფეროს ტკბილეული წარმოადგენდა და მეც გადავდგი პირველი ნაბიჯი კონდიტერიაში. ჩემი პირველი,დამოუკიდებლად მომზადებული დესერტი შოკოლადის ტარტი იყო. მაშინ მივხვდი,რომ შეუძლებელი არაფერია და ამავე დროს აღმოვაჩინე, რომ საქმე, რომელიც მომწონს,მინდა ჩემს მეორე პროფესიად ვაქციო. ცოტა ხნის წინ ონლაინ საკონდიტროც კი შევქმენი, და არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ჩემს პატარა საკონდიტროში გიმასპინძლოთ.
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაუნი ბევრი შოკოლადით (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions