ბრაუნი M&M’s-ით და მარილიანი კარამელით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    20 წუთი
  • დამატებითი დრო
    35 წუთი
  • ულუფა
    1

ყველასთვის საყვარელი დესერტის გამორჩეული რეცეპტი.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. ორთქლზე გაადნეთ კარაქი, შოკოლადი და კაკაოსთან ერთად კვერცხის Მასას დაუმატეთ. კარგად გათქვიფეთ.

2 ნაბიჯი

მომზადებულ მასას ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ამოურიეთ მიქსერის გარეშე ან ძალიან დაბალი სიჩქარით.

3 ნაბიჯი

მასა გადაიტანეთ პერგამენტჩაფენილ ფორმაში, მოაყარეთ მ&მ'სი და გამოცხეთ 200°ზე 30-35წთ. Ზედაპირი რომ დასკდება, უკვე მზადაა.

4 ნაბიჯი

დაიწყეთ კარამელის მომზადება - შაქარი დაყარეთ ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. არ მოურიოთ - აცადეთ, რომ გადნეს. როდესაც გაყავისფერდება, დაამატეთ მწიკვი სოდა, 1/4 ჩ/კ მარილი და 30გრ. კარაქი. ამოურიეთ და მოასხით ბრაუნს.

შენიშვნა

ბრაუნს კარამელთან ერთად ნაყინი და კენკრა ძალიან უხდება.

ექიმი-ოფთოლმოქირურგი. კულინარიული ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვხოვრობდი მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მომინდა, გამეკეთებინა ბლოგი და ჩემი რეცეპტები გამომწერებისთვის გამეზიარებინა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ