ბრინჯი სოკოთი – სამარხვო კერძი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    1

მოამზადეთ ყველაზე მარტივი, გემრიელი და ამავდროულად, მსუბუქი კერძი.

ინგრედიენტები

აღწერა

პირველ რიგში, ბრინჯს ვხარშავთ წინასწარ.

1 ნაბიჯი

სოკოს ვჭრით ოთხად, ვასხამთ წყალს და პირველივე წამოდუღებაზე ვუწურავთ.

2 ნაბიჯი

ვთუშავთ სოკოს ზეითუნის ზეთში და ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, სტაფილოს და ნიორს, ვაგრძელებთ შუშვას, ვამატებთ სუნელებს და ვაყრით მოხარშულ ბრინჯს, ამოვურევთ, 2 წუთში დავამატებთ ცოცხალ მწვანილებს და ჩვენი სამარხვო კერძიც მზადაა.

შენიშვნა

ძალიან უხდება სოიოს სოუსი.

ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.

ასევე დაგაინტერესებთ