- 06/12/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო15 წუთი
-
ულუფა1
ბროკოლის კრემ-სუპი – იდეალური გამოსავალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, არის ძალიან მსუბუქი და გემრიელი.
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, ვასუფთავებთ ბროკოლს (ვაჭრით მხოლოდ თავებს), ვასხამთ ადუღებულ წყალს 3-4 წუთი და გადავწურავთ საწურზე.
დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვთუშოთ ცოტა ცხიმში (მე ზეითუნის ზეთი გამოვიყენე) და დაველოდოთ ხახვის კარამელიზაციას. შემდეგ ვასხამთ წყალს და ვყრით კუბებად დაჭრილ კარტოფილს და სტაფილოს.
ბოსტნეული მოხარშვისკენ რომ წავა, ვამატებთ ბროკოლს და ოხრახუშს (მე მალევე ვამთავრებ ხარშვას, რათა შეინარჩუნოს ვიტამინები და ხალასი ფერი ბროკოლმა).
ბოსტნეული ცოტა რომ გაგრილდება, ვაბლენდერებთ კრემყველთან ერთად, ვამატებთ მარილს და პილპილს გემოვნებით.
შენიშვნა
სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხი ფრანგულად (პაშოტი) & ფერადი პილპილი.
Ana Kvirikashvili
ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
ბროკოლის კრემ-სუპი (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions