ჩიას პუდინგი ხურმით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    5 წუთი
  • ულუფა
    1

ჯანსაღი და ამავდროულად ნოყიერი საუზმე, კარგი დილის საწინდარია.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

წინა დღეს ვალბობთ ჩიას რძეში, მეორე დილით ვაწყობთ პუდინგს - კანს ვაცლით ხურმას და ვაბლენდერებთ, ჭიქის ფსკერზე ვყრით ხაჭოს, ვასხამთ ნუშიან თაფლს, შემდეგ ჩიას და დაბლენდერებულ ხურმას.

შენიშვნა

სერვირებისათვის გამოყენებულია ნაღების ქაფი.

ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.

ასევე დაგაინტერესებთ