ჩინური ტორტის საუკეთესო რეცეპტი

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    30 წუთი
  • ულუფა
    1

ჩინური ტორტი არის ყველაზე მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი დესერტი!

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი - 2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ. დავუმატოთ შაქარი და ფქვილი. დავასხათ ადუღებული რძე, რათა კარგად გაიხსნას მასა და მივიყვანოთ თხელ კონსისტენციამდე.

2 ნაბიჯი

შემდეგ ეს მასა შევურიოთ დარჩენილ რძეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, ვურიოთ განუწყვეტლივ მანამ, სანამ არ შესქელდება. ეს მასა გავაციოთ და მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე.

3 ნაბიჯი

კარაქი კარგად გათქვიფეთ, მიიყვანეთ გათეთრებამდე, შეურიეთ შესქელებული რძე და ერთი შეკვრა ვანილი. შემდეგ ამ მასას დავუმატოთ გაციებული, ოთახის ტემპერატურამდე მიყვანილი ბაზა და კარგად გავთქვიფოთ.

4 ნაბიჯი

მოვამზადოთ დასანამი, რათა ორცხობილა ამომავლოთ და დავნამოთ - ვანილის ექსტრაქტი, ჩაისა და ყავის ნაზავი ავურიოთ ერთ პატარა თასში. პარალელურად, დაჭერით ხილი სასურველ ზომებად.

5 ნაბიჯი

ავაწყოთ ტორტი - აიღეთ ღრმა ჯამი, პირველად მოათავსეთ დანამული ორცხობილა, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ ხილი. ეს ეტაპი გავიმეოროთ რამდენიმეჯერ, ბოლოს კი გავაფორმოთ ზემოდან.

DoDo.Gastronomy-ს ერთ-ერთი დამფუძვნებელი. სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი, კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი, მოყვარული ფოტოგრაფი, კულინარი. სამზარეულო ის სამყაროა, საიდანაც არასდროს მინდება გამოსვლა, რაც უფრო მიბიძგებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაცილებით მეტი ვისწავლო და პროფესიულ დონეზე დავეუფლო კულინარიას. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა კვების წარმოების ტექნოლოგიაზე, რაც კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ დონეზე განვავითარო, ჩემი, როგორც მომავალი მზარეულის მოღვაწეობა. უკვე მაქვს საკუთარი ბლოგი, DoDo.Gastronomy, ჩემს მეგობართან ერთად. და მაინც, რა არის DoDo.Gastronomy? ეს გახლავთ ორო უახლოესი მეგობრის კულინარიული ბლოგი, რომელიც შეგიძლოათ ნახოთ, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook გვერდებზე. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა ტრადიციული თუ თანამედროვე კერძის რეცეპტი, შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქართული, ასევე ევროპულო სამზარეული. DoDo.Gastronomy არის მრავალფეროვანი, გამოირჩევა საოცარი ფერადოვნებით, მასში გაერთიანებულია ორი ადამიანის ხედვა. ეს ყველაფერი კი იმდენად სინთეზური და ორგანულია, რომ აუცილებლად მოგინდებათ DoDo.Gastronomy-ს რეცეპტების გამოყენება.

ასევე დაგაინტერესებთ