გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით და ყველით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    45 წუთი
  • ულუფა
    1

მოამზადეთ უგემრიელესი და განსხვავებული ვახშამი კარტოფილით.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

კარტოფილი გარეცხეთ კარგად და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, გამოაცხვეთ ღუმელში. მომზადების შემდეგ, დააყოვნეთ რომ გაგრილდეს და შემდეგ გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ შიგთავსი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

2 ნაბიჯი

კარტოფილის შიგთავსს დაუმატეთ არაჟანი, Ნივრის ფხვნილი, წინასწარ შემწვარი და წვრილად დაჭრილი ბეკონი, ყველი გაუდა (ნაწილი შეინახეთ ზემოდან მოსაყრელად), მარილი/პილპილი და კარგად ამოურიეთ.

3 ნაბიჯი

მოამზადეთ სოუსი - ზეითუნის ზეთი, ყველი ასმონტე, პაპრიკა, მარილი და პილპიმი მოათავსეთ პატარა თასში და კარგად აურიეთ. მიღებული სოუსი კარტოფილის ნავებს მოუსვით.

4 ნაბიჯი

Სოუსის მოსმის შემდეგ, მომზადებული შიგთავსი მოათავსეთ კარტოფილებში ისევ, მოაყარეთ ორივე სახეობის ყველი და მოათავსეთ ღუმელში 200°ზე 15წთ.

შენიშვნა

Სერვირების დროს შეგიძლიათ მოაყაროთ შემწვარი ბეკონი და ოხრახუში.

ექიმი-ოფთოლმოქირურგი. კულინარიული ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვხოვრობდი მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მომინდა, გამეკეთებინა ბლოგი და ჩემი რეცეპტები გამომწერებისთვის გამეზიარებინა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ