გამომცხვარი ტკბილი კარტოფილი

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    45 წუთი
  • ულუფა
    1

თუკი ტკბილი კარტოფილი გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, გამოვაცხოთ კარტოფილი - გარეცხეთ კარტოფილი, გათალეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

2 ნაბიჯი

საცხობ ფორმაზე მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ კარტოფილი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ან დაკეპილი ნიორი, ორეგანო, მარილი/პილპილი. ზემოდან მოასხით ისევ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 35-45 წუთის მანძილზე.

3 ნაბიჯი

მოვამზადოთ დრესინგი - ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, თაფლი, მარილი და პილპილი მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ.

4 ნაბიჯი

დავიწყოთ აწყობა - თეფშზე მოათავსეთ სალათი აისბერგი, მოასხით დრესინგი, დააწყეთ გამომცხვარი კარტოფილი და მოაყარეთ ნიგოზი ან მზესუმზირის მარცვლები.

შენიშვნა

ზემოდან შეგიძლიათ, ბალზამიკო დაამატოთ.

ექიმი-ოფთოლმოქირურგი. კულინარიული ბლოგის შექმნა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ვსწავლობდი და ვხოვრობდი მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მომინდა, გამეკეთებინა ბლოგი და ჩემი რეცეპტები გამომწერებისთვის გამეზიარებინა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ