გაყინული იოგურტი ცოცხალი ხილით

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    6

მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი სახლში.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოამზადეთ ფორმა, რომელშიც ჩაასხამთ იოგურტს. ამისათვის გამოგადგებათ პატარა მაფინების გასაკეთებელი ფორმა - თითოეულ ჭრილში მოათავსეთ მაფინის გასაკეთებელი ქაღალდი.

2 ნაბიჯი

ხილი დაჭერით და გაამზადეთ. საშუალო ზომის თასში, ერთმანეთში აურიეთ იოგურტი რძე და თაფლი. მიღებული მასა თანაბრად ჩაასხით და გადაანაწილეთ მაფინის ფორმებში ისე, რომ ნახევრად გაავსოთ. შემდეგ თითოეულ ფორმაში მოათავსეთ თითო ხილი და ზემოდან იოგურტის მასა მოასხით. ეცადეთ, რომ შიგნით მთავსებული ხილი დაიფაროს. ბოლოს, გაფორმებისათვის, იოგურტის მაფინებს ზემოდან დაადეთ ხილი და შედგით საყინულეში 2 სათით.

3 ნაბიჯი

მას შემდეგ, რაც გაიყინება იოგურტის მაფინები, გამოიღეთ საყინულიდან, ამოყარეთ ფორმიდან, ლამაზად დაალაგეთ თეფშზე და მიირთვით ცივი.

შენიშვნა

შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი, რომელიც გიყვართ!

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ