გლინტვეინი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    30 წუთი
  • ულუფა
    2

ეს ის ცხელი, არომატული სასმელია, რომელიც ახალი წლის ცივ ამინდს განსაკუთრებით უხდება.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, შაქარი, ლიმონისა და ფორთხოლის წვენი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ ციტრუსის ნაჭრები და წამოვადუღოთ.

2 ნაბიჯი

წითელი მშრალი ღვინო დავამატოთ, ჩავყაროთ ვანილი, დარიჩინის ჩხირები და მწიკვი მუსკატი. ვადუღოთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

3 ნაბიჯი

ცეცხლიდან გადმოგდმის შემდეგ, დავახუროთ ჭურჭელს თავსახური და დავაყოვნოთ ნახევარი საათი, რათა არომატები უფრო გაუჯდეს.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ