“გულაო” – მარტივად და გემრიელად (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    1

თუკი აზიური სამზარეულო გიყვართ, არ დაკარგოთ დრო და მოამზადეთ ეს კერძი.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ინდაურის ფილეს ვჭრით მოგრძო ნაჭრებად, ვასხავთ სოიოს სოუსს და ვინახავთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით. დამარინადებულ ხორცს ვასხავთ 2 ან 3 ათქვეფილი კვერცხის ცილას და კარგად ვურევთ.

2 ნაბიჯი

მოზრდილ თეფშზე ვყრით სიმინდის სახამებელს და ვუმატებთ ცოტა პურის ფქვილს, შემდეგ ამოვავლებთ ქათამს ამ სიმინდისა და ფქვილის ნაზავში და ჩავყრით ადუღებულ ზეთში.

3 ნაბიჯი

გახურებულ ღრმა ტაფაზე ვასხავთ ზეთის იმ რაოდენობას, რაც დაფარავს ხორცს ჩაყრისას, ხორცი მალე მზადდება და ძალიან რომ არ გამოშრეს, დიდი ხანი მდუღარე ზეთში არ გააჩეროთ - მხოლოდ შეწითლებამდე.

4 ნაბიჯი

დავიწყოთ შეზავება - გავახუროთ ღრმა ტაფა, დავასხათ ზეთი საშუალო რაოდენობით, ვყრით დიდად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას, 2 წუთში ვასხავთ კეტჩუპს (დაახლოებით 400 გრამიან შეფუთვას), სოიოს, ვაშლის ძმარს, ვაყრით შაქარს, დაღერღილ წიწაკას (გემოვნებით, ხანდახან არც ვაყრი), ანანასის ქილაში არსებულ ანანასის წვენს, სიმინდის სახამებელს (სანამ ჩაყრით, 1 სუფრის კოვზი გახსენით ძალიან ცოტა გადადუღებულ წყალში და სითხის სახით ჩაუშვით), შემდეგ ვუმატებ დიდად დაჭრილ ანანასს.

5 ნაბიჯი

ეს წვენი სახამებლის მეშვეობით ოდნავ რომ გაიბლანტება, ჩაყარეთ წინასწარ მომზადებული ხრაშუნა ხორცი, მოქმედება უნდა იყოს სწრაფი, რადგან ბულგარულმა წიწაკამ Fresh მდგომარეობა არ დაკარგოს და ისიც იყოს ხრაშუნა. მოაყარეთ სეზამი და გამორთეთ.

6 ნაბიჯი

გარნირიად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბასმათის ბრინჯი უბრალოდ ფხვიერად მოხარშული, ცოტა მარილით.

შენიშვნა

დოზები არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ამ კერძში არც ერთი ინგრედიენტი ზედმეტი არაა და გემო მომზადების პროცესში შეგიძლიათ, დაარეგულიროთ.

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ