- 23/11/2020
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო40 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
მოვამზადოთ ცომი - კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ თაფლი, სოდა ძმრით, ნიგოზი. დავუმატოთ 4 ჭიქა ფქვილი (დანარჩენი გამოვიყენოთ ფენების გასაბრტყელებლად) და მოვზილოთ.
ცომი გავყოთ 3 ნაწილად (ჩემი საცხობი სინის ზომიდან გამომდინარე, გავყავი 6 ნაწილად), თითოეული ცომის ნაწილი გავაბრტყელოთ გამოსაცხობ ქაღალდ დაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ (მე თითო ფენა გამოვაცხვე 180 გრადუსზე 7 წუთი).
მოვამზადოთ კრემი - გავთქვიფოთ კარაქი და შესქელებული რძე, კრემიც მზადაა.
ავაწყოთ ნამცხვარი - მზა კრემი წავუსვათ თითოეულ ფენას. თითოეულ ფენას კრემთან ერთად მოვაყაროთ დაფქული ნიგოზი. ( მე მხოლოდ ფენებში და ზედასართად გამოვიყენე ნიგოზი).
შენიშვნა
მიირთვით მომზადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რათა ფენებს კრემი კარგად გაუჯდეს.
Ana Kvirikashvili
ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.
ასევე დაგაინტერესებთ
იდეალი – იდეალური დესერტი (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions