• მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    2 საათი
  • ულუფა
    5

გთავაზობთ იმერული ხაჭაპურის რეცეპტს.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, ვამზადებთ ცომს. 500 გრამ გაცრილ ფქვილს ვათავსებთ თასში და ცენტრში ვუმატებთ მარილს, შაქარს საფუარსა და წყალს. მოზელილ ცომს ვუმატებთ ზეთს, გადავზილავთ და შემდეგ დავდებთ თბილ ადგილას 2 საათით. არ დაგავიწყდეთ ცომისათვის თავზე ნაჭრის გადაფარება.

2 ნაბიჯი

სანამ ველოდებით ცომის აფუებას, დავიწყოთ შიგთავსის მომზადება. გავხეხოთ ყველი, დავუმატოთ კვერცხი და 2 სადილის კოვზი ფქვილი, ავურიოთ კარგად და გავაკეთოთ 5 გუნდა.

3 ნაბიჯი

მას შემდეგ, რაც ცომი აფუვდება, გადავზილოთ (შესაძლოა, დასჭირდეს ფქვილის დამატება), გავაკეთოთ 5 გუნდა და გავაჩეროთ ასაფუებლად 15-20 წუთით.

4 ნაბიჯი

მეორედ აფუების შემდეგ, ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ყველის გუნდა ცენტრში, მოვახვიოთ, ამოვაბრუნოთ და საბრტყელებლით სასურველ ზომაზე გავაბრტყელოთ. შემდეგ, მიღებული მასა გადავიტანოთ წინასწარ გაცხელებულ, ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაზე და შევდგათ ღუმელში 240 გრადუსზე. გააჩერეთ 8-10 წუთი.

შენიშვნა

გამომცხვარ ხაჭაპურს ზემოდან და ქვემოდან წაუსვით კარაქი.

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ