ჯანჯაფილის ორცხობილა

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    10 წუთი
  • ულუფა
    24

გარდა იმისა, რომ ეს ორცხობილები რბილი, ნაზი და გემრიელია, მათი შენახვა დიდხანსაა შესაძლებელი, ამიტომ სახლში ტკბილეული არასოდეს გამოგელევათ!

ინგრედიენტები

კვება

ერთი ორცხობილა შეიცავს

  • დღიური ღირებულება*
  • 142,8 კკალ
  • 1,6 გრ ცილა
  • 21,1 გრ ნახშირწყლები
  • 6 გრ ცხიმი

აღწერა

გაათბეთ ღუმელი 175 გრადუსზე.

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, ფქვილი, ჯანჯაფილი, სოდა, დარიჩინი, მიხაკი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. ცოტა ხნით გადადეთ გვერდზე.

2 ნაბიჯი

მარგარინი და შაქარი მოათავსეთ დიდ თასში და მიქსერით ურიეთ იქამდე, სანამ არ დარბილდება. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და განაგრძეთ მორევა. მიღებულ მასას შეურიეთ წყალი და მელასას სიროფი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და შემდეგ დაუმატეთ ინგრედიენტებით გაზავებული ფქვილი. როდესაც მიიღებთ წებოვან, რბილ მასას, თქვენი ცომი მზადაა.

3 ნაბიჯი

ცომისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები, რომლებიც შემდეგ უნდა ამოავლოთ შაქარში და ისე განათავსოთ საცხობ დაფაზე. უმჯობესია, ბურთულების გაკეთებისას ხელები გქონდეთ ფქვილიანი, რათა არ მიგეკროთ ცომი. როდესაც შაქარში ამოვლებულ ბურთულებს განათავსებთ საცხობ ფორმაზე, ჭიქის ძირით ოდნავ გააბრტყელეთ და ისე მოათავსეთ ღუმელში. ორცხობილები გამოაცხვეთ 8-10 წუთის მანძილზე.

შენიშვნა

გამომცხვარი ორცხობილა გააციეთ საცხობ ფორმაზევე, გაციების შემდეგ გადმოიღეთ და შეინახეთ კონტეინერში.

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ