- 05/01/2021
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო30 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
ბროწეული გავარჩიოთ, დავმარცვლოთ, გავასუფთაოთ და მარცვლები ხელის ბლენდერში მოვათავსოთ. დაბლენდერების შემდეგ, მსხვილ საწურზე გავატაროთ.
წვენი ქვაბში მოვათავსოთ და ნელ ცეცხლზე დავდგათ. წამოდუღების შემდეგ, დავუმატოთ სასურველი ოდენობის შაქარი (თუ ბროწეული ტკბილია, შაქრის ოდენობა ცოტა დასჭირდება, თუ მჟავეა - პირიქით), ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა. სოუსი მზადაა, როცა დადუღდება და კონსისტენციას შეიცვლის.
კალმახი გავასუფთაოთ, წავუსვათ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და ტაფაზე, მცენარეულ ცხიმში შევწვათ.
შემწვარი თევზი ბროწეულის მარცვლებითა და სალათის ფურცლებით გავაფორმოთ. მოვასხათ ბროწეულის სოუსი.
Diana Kveladze
ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.
ასევე დაგაინტერესებთ
კალმახი ბროწეულის სოუსში (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions