- 06/12/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო20 წუთი
-
დამატებითი დრო40 წუთი
-
ულუფა2
ინგრედიენტები
აღწერა
შაქრისა და კვერცხის მასა გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ კარაქი და ესეც კარგად შევათქვიფოთ. ცალკე არაჟანს ჩავამატოთ სოდა და დაველოდოთ ამოსვლას. როგორც კი ამოვა, დავუმატოთ გათქვეფილ მასას და ესეც კარგად შევურიოთ. ბოლოს კი, ვამატებთ ვანილს და ფქვილს.
ცალკე ვაკარამელიზირებთ გარგარს - გარგარი, შაქარი, ლიმონის წვენი და ვანილი მოვათავსოთ ქვაბში. დაბალ ცეცხლზე დაველოდოთ შაქრის გადნობას და შიგადაშიგ ვურიოთ. შაქარი არ უნდა დაგვეწვას.
ბოლოს, სურვილისამებრ, გავაფორმოთ ცომი - თუ გნებავთ, შიგნით ჩაუდებთ ან ზემოდან მოალაგებთ გარგარს.
ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთი.
შენიშვნა
შეგიძლიათ, გარგრის ნაცვლად გამოიყენოთ სხვა ხილი.
Ketevani Buachidze
ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.
ასევე დაგაინტერესებთ
კექსი კარამელიზირებული გარგრით (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions