- 29/10/2020
- სამზარეულო: ქართული
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო15 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
საფუარი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავასხათ თბილი წყალი და ვაცადოთ აფუება.
თასში უკვე გაცრილ 1 კგ ფქვილს დავუმატოთ მარილი, აფუებული საფუარი და თბილი წყლით მოვზილოთ (ცომს ნელ-ნელა ამატეთ წყალი, რათა სასურველი მასა სწორად მიიღოთ). თუკი ცომი ფაფუკია და ხელებზე არ გვეკრობა, ესეიგი მზადაა. შენახვამდე, გადაზილეთ ზეთით, დადეთ თბილ ადგილას, დააფარეთ სუფთა ნაჭერი და დაელოდეთ აფუებას.
სანამ ცომის აფუებას ველოდებით, ვაკეთებთ მის გულსართს. ამისათვის, პირველ რიგში, ვხეხავთ ან ვფშვნით ყველს, ვუმატებთ დაჭრილ ისპანახს, მწვანე ხახვს, კამასა და ქინძს. ტაფაზე ერბოში ან კარაქში ვშუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს, რომელსაც ასევე ვუმატებთ გულსართს და ვურევთ.
აფუებულ ცომს ვყოფთ 3 ნაწილად. ცომს, რიგ-რიგობით, ფქვილიან ზედაპირზე ვაბრტყელებთ, ვდებთ შიგნით გულსართს და თავს ვუკრავთ ისე, რომ მთლიანად დაიფაროს გულსართი. მიღებულ გუნდას უნდა შევუნარჩუნოთ მრგვალი ფორმა.
მიღებული გუნდა გადაგვაქვს წინასწარ გახურებულ საცხობ ფორმაზე და იქ ვაძლევთ საბოლოო სახეს. შემდეგ შევდგამთ ასევე წინასწარ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე და გამოვაცხობთ 10-15 წუთის მანძილზე.
ასევე დაგაინტერესებთ
ხაჭაპური ისპანახით
ინგრედიენტები
Follow The Directions