ხაჭოს მაჭკატების ჯანსაღი ვერსია (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    4

Dodo.Gastronomy-ის რეცეპტით მომზადებული ხაჭოს მაჭკატები გამოდის უგემრიელესი, თან ჯანსაღი, არაფრით ჩამოუვარდება შაქრითა და თეთრი ფქვილით მომზადებულ მაჭკატებს.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს გადავურევთ ერთმანეთში, მასას გავყოფთ 4 ტოლ ნაწილად, მივცემთ ფორმას და ამოვავლებთ დაფქულ შვრიის ფქვილში.

2 ნაბიჯი

მაჭკატებს ვწვავთ გახურებულ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთში.

შენიშვნა

სურვილისამებრ, მოვასხათ თაფლი და გავაფორმოთ ხილით.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ