- 21/11/2020
- სამზარეულო: ევროპული
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო60 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, მოვამზადოთ ცომი - მშრალი ინგრედიენტები შევურიე ერთმანეთში და ავურიე, დავამატე რძე, კვერცხი და მოვზილე ცომი.
ცომი გადავიტანე საკვებ პარკზე და მაცივარში გავაჩერე ნახევარი საათით. ამის შემდეგ მოვათავსე ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხვე 160 გრადუსზე 20-25 წთ.
მოვამზადოთ კრემი - კვერცხის გულისა და შაქრისგან გავაკეთე გოგლი-მოგლი, ამასობაში რძე დავდგი გაზზე გასათბობად. როგორც კი შეთბა, გოგლი-მოგლი გადავიტანე რძეში, დავამატე სახამებელი და მუდმივი მორევით გასქელებამდე მივიყვანე.
კრემმა როგორც კი ოდნავ გვერდებზე მიკრობა დაიწო და ბუშტები გაჩნდა, მაშინვე გამოვრთე. გადავიტანე სხვა ჭურჭელში და დავაფარე საკონდიტრო პარკი და დავდგი გასაციებლად. გაციებულ კრემს კი, ამოყვანილი ნაღები გადავურიე. გამომცხვარ ძირზე მოვასხი მომზადებული კრემი.
შენიშვნა
გავაფორმე ხილით, რაც სახლში მქონდა.
Diana Kveladze
ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.
ასევე დაგაინტერესებთ
ხილის ტარტი
ინგრედიენტები
Follow The Directions