ლაზანია – მარტივად და სწრაფად (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    6

ყველაზე სწრაფი, მარტივი და დაბალკალორიული ლაზანია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ხახვი, ნიორი და სტაფილო დავაჩოპეროთ ან დავჭრათ ძალიან წვრილად. შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავამატოთ ზეთი და მოვთუშოთ.

2 ნაბიჯი

ტომატ პასტა შევაზავოთ წყლით, დავუმატოთ მარილი და დაღერღილი რეჰანი.

3 ნაბიჯი

შეზავებული ტომატ პასტა დავუმატოთ ქვაბში არსებულ მასას და მოვთუშოთ 5 წუთი.

4 ნაბიჯი

დავიწყოთ ლაზანიას აწყობა - ჯერ სოუსი, შემდეგ ლავაში, კვლავ სოუსი, ლორი, ყველი და ასე ვიმეორებთ რამდენჯერმე. ბოლო ფენა იყოს სოუსი ყველი და ისევ სოუსი.

5 ნაბიჯი

გამზადებული ლაზანია გამოვაცხოთ 250 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი.

მოყვარული კულინარი. გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულიანრიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის კულინარიისადმი ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა, ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ! ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს, დაიბადა ჩემი ეს სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც შეუძლებელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით.

ასევე დაგაინტერესებთ