ლიმონის ტარტი

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    1 საათი
  • ულუფა
    1

მსუბუქი და არომატული ლიმონის დესერტი.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი - შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი და მარილი, შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვერცხის გული. ⁣ უნდა მოზილოთ ისე, რომ ერთგვაროვანი ცომის მასა მიიღოთ.⁣ როდესაც ცომი მზად იქნება, 30 წუთით დაასვენეთ მაცივარში.⁣

2 ნაბიჯი

30 წუთის შემდეგ, ცომი კარგად გააბრტყელეთ და ჩააფინეთ 20-22 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში, ზედმეტი ცომის ნაწილები მოაჭერით, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 180 გრადუსზე გამოაცხეთ 25-30 წუთი, სანამ არ შეწითლდება.⁣

3 ნაბიჯი

დაიწყეთ ლიმონის კრემის მომზადება - გადაურიეთ ერთმანეთში ორი ლიმონის ცედრა და შაქარი, შემდეგ გაწურეთ ოთხივე ლიმონი. ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ შაქარსა და ლიმონის წვენს, მიღებული მასა გადაასხით ქვაბში, დაამატეთ კარაქი და დაადგით დაბალ ცეცხლზე. აუცილებელია, რომ გაუჩურებლად ურიოთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება, ბოლოს გადაასხით სასურველ ჭურჭელში, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

4 ნაბიჯი

მოამზადეთ მოხარშული კრემი - ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ შაქარი და 200გრ რძე, შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, სადაც გექნებათ თბილი დარჩენილი 300 მლ. რძე. კარგად ამოურიეთ მანამ, სანამ არ შექსელდება, დაამატეთ ვანილი და აცადეთ გაცივება, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და კარგად გათქვიფეთ.⁣

5 ნაბიჯი

ტარტის ძირი როდესაც გამოცხვება, გააცივეთ, გადაიტანეთ ლიმონის კრემი და შემდეგ მოხარშული.

შენიშვნა

არ დაგავიწყდეთ გაფორმება - მე ჩემ მიერ მომზადებული ყურძნის ჯემი შევურიე, ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა, თქვენ შეგიძლიათ, ხილი დაუმატოთ, ან ნებისმიერი შიგთავსი, რაც ლიმონს მოუხდება.⁣

ფუდ-ფოტოგრაფი და ფუდ-ბლოგერი. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მქონია პროფესიული თუ არაფორმალური შემხებლობა განათლების დონეზე კულინარიასთან. ამ სფეროსადმი ინტერესი 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და უამრავ გადაცემას ვუყურებდი, ვცდილობდი აღმომეჩინა ბევრი ახალი და საინტერესო მიმდინარეობა. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიზიდავს და მთავარი ამოსავალი ამ საქმისა იყო, გამეერთიანებინა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან და ბლოგის სახით, ჩემი სოციალური კუთხე შემექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ