ლობიოს ღვეზელები (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    40

ლობიოს ეს პატარა, თბილ-თბილი ღვეზელები გულგრილს არავის დაგტოვებთ.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოვამზადოთ გულსართი - მოვხარშოთ ლობიო, დავსრისოთ ან გავატაროთ. დავამატოთ ღორის ცხიმში მოშუშული ორი საშუალო ზომის ხახვი, მარილი და პილპილი.

2 ნაბიჯი

მოვზილოთ ცომი - მარგარინს ან კარაქს დავუმატოთ ფქვილი, კვერცხი, მაწონი, სოდა, მარილი და კარგად მოვურიოთ. თუ მოზელვისას მიხვდით, რომ ცომი სქელია, დაუმატეთ მაწონი.მოზელილი ცომი დავასვენოთ მაცივარში 40 წუთით.

3 ნაბიჯი

დასვენებული ცომი გავყოთ 2 ან 3 ნაწილად, ამოვჭრათ ჩვენთვის სასურველი ფორმები და ჩავდოთ მომზადებული გულსართი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

4 ნაბიჯი

ფორმამიცემული ღვეზელები გადაგვაქვს ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაზე, ვჩხვლეტთ რამოდენიმეგან ჩანგლით, ვუსვამთ კვერცხის გულისა და არაჟნის მასას, რომ ზემოდან დაიბრაწოს. ვაცხობთ 200 გრადუსზე 15-20 წუთით.

შენიშვნა

ინგრედიენტების ამ რაოდენომით გამოდის 38-40 ცალი ღვეზელი.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ