- 02/12/2020
- სამზარეულო: ევროპული
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო1 საათი
-
ულუფა20
ინგრედიენტები
აღწერა
შაქრის პუდრა და ნუშის ფქვილი კარგად გავცრათ და მოვათავსოთ თასში.
ცალკე თასში 3 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი. ბოლოს ვამატებთ საკვებ საღებავს და კარგად ვურევთ.
მიღებულ მასას შევურიოთ ნუშისა და შაქრის პუდრის ნარევი. მოვურიოთ სილიკონის ჯოხით. ცომი დავსვათ პერგამენტის ქაღალდზე ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული და დავაყოვნოთ ნახევარი საათით.
30 წუთის გასვლის შემდეგ, გამოვაცხოთ 20 წუთით 140 გრადუსზე.
დავიწყოთ კრემის გაკეთება - კარაქი, კრემ-ყველი და არაჟანი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ ვანილი. გამომცხვარ მაკარონებზე დავალაგოთ ჟოლო, კარგად გავკრემოთ და თავზე მეორე ნახევარი დავაფაროთ.
natalia chikvaidze
მოყვარული კულინარი. გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულიანრიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის კულინარიისადმი ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა, ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ! ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს, დაიბადა ჩემი ეს სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც შეუძლებელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით.
ასევე დაგაინტერესებთ
მაკარონები (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions