- 21/12/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო3 საათი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, ჟელატინი გავხსნათ წყალში და 10 წუთი გავაჩეროთ.
შაქარი და წყალი შევურიოთ. ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთი. დუღილის დროს ვამატებთ ლიმონის წვენს.
ამასობაში გამაგრებული ჟელატინი უნდა გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. როგორც კი გადნება, გადმოვდგათ და ვურიოთ მიქსერით.
როდესაც ჟელატინი გათეთრდება, თანდათან ვამატოთ მომზადებული სიროფის მასა და თან ვთქვიფოთ განუწყვეტლივ. მასა უნდა გათეთრდეს და მიიღოს არაჟნის კონსისტენცია.
მზა მასა გადაგვაქვს ფორმაში, რომელსაც წინასწარ შიდა ზედაპირზე ვაკრავთ საკვებ პარკს და ვუსვამთ ზეთს. გადაგვაქვს და ვაჩერებთ საყინულეში 2-3 საათით, სანამ არ გამყარდება.
ზეფირი რომ გამზადდება, უნდა ამოვავლოთ შაქრის ფხვნილში და დავჭრათ ჩვენთვის სასურვე ზომებად.
შენიშვნა
სურვილის შემთხვევაში, მზა მასას დაამატეთ სასურველი ფერის საკვები საღებავი.
Mariam Digmelashvili
DoDo.Gastronomy-ს ერთ-ერთი დამფუძვნებელი. სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი, კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი, მოყვარული ფოტოგრაფი, კულინარი. სამზარეულო ის სამყაროა, საიდანაც არასდროს მინდება გამოსვლა, რაც უფრო მიბიძგებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაცილებით მეტი ვისწავლო და პროფესიულ დონეზე დავეუფლო კულინარიას. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა კვების წარმოების ტექნოლოგიაზე, რაც კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ დონეზე განვავითარო, ჩემი, როგორც მომავალი მზარეულის მოღვაწეობა. უკვე მაქვს საკუთარი ბლოგი, DoDo.Gastronomy, ჩემს მეგობართან ერთად. და მაინც, რა არის DoDo.Gastronomy? ეს გახლავთ ორო უახლოესი მეგობრის კულინარიული ბლოგი, რომელიც შეგიძლოათ ნახოთ, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook გვერდებზე. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა ტრადიციული თუ თანამედროვე კერძის რეცეპტი, შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქართული, ასევე ევროპულო სამზარეული. DoDo.Gastronomy არის მრავალფეროვანი, გამოირჩევა საოცარი ფერადოვნებით, მასში გაერთიანებულია ორი ადამიანის ხედვა. ეს ყველაფერი კი იმდენად სინთეზური და ორგანულია, რომ აუცილებლად მოგინდებათ DoDo.Gastronomy-ს რეცეპტების გამოყენება.
ასევე დაგაინტერესებთ
მარშმელოუ – ზეფირი (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions