მექსიკური ქორწილის ნამცხვრები

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    30

მექსიკური ქორწილის ნამცხვრები თქვენს სუფრას კიდევ უფრო ტკბილს, წვეულებას კი მეტად გამორჩეულს გახდის.

ინგრედიენტები

კვება

დაახლოებით 14 ბურთულა შეიცავს:

  • დღიური ღირებულება*
  • 320 კკალ
  • 20,9 გრ ცხიმი
  • 4,5 გრ ცილა

აღწერა

1 ნაბიჯი

მოხალეთ თხილეული - თხილეული დაყარეთ ტაფაზე, დაადგით საშუალო ზომის ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ არ მოიხალება, დაახლოებით 8-20 წუთით. გადაიტანეთ დიდ თეფშზე და გააციეთ. მის გაციებას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება. როდესაც გაცივდება, გაატარეთ.

2 ნაბიჯი

თავი მოუყარეთ მშრალ ინგრედიენტებს - ფქვილი, გატარებული თხილი, დარიჩინი, მარილი და წიწაკა მოათავსეთ ღრმა თასში და კარგად მოურიეთ.

3 ნაბიჯი

აქციეთ კრემად კარაქი და შაქარი - კარაქი და ½ ჭიქა შაქრის პუდრა მოათავსეთ ღრმა თასში და მიქსერით მოურიეთ დაახლოებით 3 წუთის მანძილზე - იქამდე, სანამ არ დარბილდება. შემდეგ დაუმატეთ ვანილი, კვლავ მოურიეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კი გამორთეთ მიქსერი.

4 ნაბიჯი

ფქვილისა და კარაქის ნარევები დაუმატეთ ერთმანეთს - ურიეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.

5 ნაბიჯი

მიღებული ცომი გააციეთ - გაახვიეთ სამზარეულოს შესაფუთ პარკში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. სანამ ცომი ცივდება, შეათბეთ ღუმელი 177 გრადუსზე და მოამზადეთ საცხობი ფორმა, რომელზეც განათავსებთ საცხობ ქაღალდს. ასევე, 1 ჭიქა შაქრის პუდრა ჩაყარეთ ღრმა ჯამში.

6 ნაბიჯი

მიეცით ფორმა ცომს - გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთები და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. ოდნავ დააშორეთ ერთმანეთს, ვინაიდან ცხობის დროს მასა გაიზრდება. გამოაცხეთ ნამცხვრები დაახლოებით 8 წუთის მანძილზე, შემდეგ შეამოწმეთ, საცხობი ფორმა შემოაბრუნეთ და კიდევ 8 წუთით გააჩერეთ.

7 ნაბიჯი

გააციეთ ნამცხვარი - ღუმელიდან გამოღების შემდეგ, 10 წუთის მანძილზე ნამცხვრები გააციეთ. სანამ ჯერ კიდევ თბილი იქნება, ბურთები ამოავლეთ შაქრის პუდრაში და დაელოდეთ სრულად გაციებას. 15 წუთის შემდეგ, ნამცხვარი შაქრის პუდრაში მეორედ ამოავლეთ.

შენიშვნა

ნამცხვრები შეგიძლიათ, შეინახოთ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე.

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ