ნადუღის ჩიზქეიქი შინდის კონფიტიურით

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    60 წუთი
  • ულუფა
    1

მოგიმზადებიათ ჩიზქეიქი ნადუღითა და შინდით?

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოვამზადოთ ძირი - დავფხვნათ ორცხობილა და შევურიოთ გამდნარი კარაქი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და დავტკეპნოთ ხელით.

2 ნაბიჯი

დავიწყოთ გულსართის მომზადება - ნადუღი + არაჟანი + კვერცხი დავაბლენდეროთ, შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ისევ დავაბლენდეროთ კარგად.

3 ნაბიჯი

მიღებული მასა გადავიტანოთ ორცხობილიან ფორმაში (სურვილისამებრ, დავუმატოთ ხილი) და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე დაახლოებით 1 სთ.

4 ნაბიჯი

ზემოდან სურვილისამებრ ნებისმიერი ხილის კონფიტიური შეგიძლიათ გადაასხათ. ამ რეცეპტში გამოყენებულია ცოცხლად გახეხილი შინდის კონფიტიური.

შენიშვნა

ჩიზქეიქი სერვირებამდე გააციეთ რამოდენიმე საათით მაცივარში.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ