ნამცხვარი ირისი – ბავშვობის გემო

  • მომზადების დრო
    1 საათი
  • დამატებითი დრო
    1 საათი
  • ულუფა
    1

ნამცხვარი ირისი არის ბავშვობის ტკბილი, რბილი, გემრიელი და დაუვიწყარი გემო.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მოვამზადოთ ფირფიტები - კარაქს, შაქარსა და თაფლს ვდგამთ ორთქლის აბაზანაზე. ვურევთ პერიოდულად და ველოდებით ყველა ინგრედიენტის გალღობას. როგორც კი მასა გაერთიანდება, დავამატოთ სოდა და დაველოდოთ რეაქციას - ფერს შეიცვლის, აქაფდება და მოიმატებს მასა. კიდევ რამდენიმე წუთი დავაყოვნოთ და გადმოვდგათ.

2 ნაბიჯი

როგორც კი მასა ოდნავ შეგრილდება, დავამატოთ კვერცხი და ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილის ნახევარი. შევდგათ მაცივარში 20 წუთი, უკან გამოღების შემდეგ, მოვზილოთ ცომი ფქვილის დარჩენილი ნაწილით.

3 ნაბიჯი

მოზელილ ცომს მივცეთ მოგრძო ფორმა და გავყოთ 4 ნაწილად. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 5 წუთი საკმარისია თითო ფირფიტისთვის.

4 ნაბიჯი

დავიწყოთ თეთრი კრემის მომზადება - მოვხარშოთ კლასიკური კრემი, კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევათქვიფოთ კრემი მცირე ოდენებოთ. კარგად გათქვეფილ კრემს კი შევათქვიფოთ შესქელებული რძე, ვანილი და გავაციოთ მაცივარში.

5 ნაბიჯი

მოვამზადოთ ყავისფერი კრემი - კარგად გათქვეფილ კარაქს დავამატოთ შესქელებული რძე და ვთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე, ამ კრემსაც ვუმატებთ მეორე შესქელებულ რძეს და ვთქვეფთ ფუმფულა მასის მიღებამდე.

6 ნაბიჯი

ავაწყოთ ნამცხვარი - ნამცხვრის აწყობისას, კრემი წავუსვათ მონაცვლეობით - პირველ ფენაზე თეთრი კრემი,შემდეგ ყავისფერი, თეთრი და ა.შ. ზემოდან მოვასხათ კარამელი (შეგიძლიათ, მოასხათ მზა კარამელი ან სახლში მომზადებული შოკოლადის გლაზური).

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ