ნედლი ლობიო სოკოთი, ბეკონით და ნაღებით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    30 წუთი
  • ულუფა
    2

მოამზადეთ უგემრიელესი ვახშამი დიანას რეცეპტორის ვიდეო რეცეპტის დახმარებით.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, მწვანე ხახვი გავასუფთაოთ, დავჭრათ და გადავდოთ გვერდზე, რადგან მას კერძის მომზადების ბოლოს, დეკორაციად გამოვიყენებთ.

2 ნაბიჯი

მწვანე და ყვითელ ლობიოს წყალი გადავავლოთ და ტაფაზე მოვათავსოთ და მოვთუშოთ (შეგიძლიათ, გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ფერის ლობიო).

3 ნაბიჯი

შემდეგ სოკო დავჭრათ და მეორე ტაფაზე მოვთუშოთ. ლობიოს და სოკოს მოთუშვის პროცესში დავუმატოთ მარილი, ნიორი და ხმელი სუნელები გემოვნებით.

4 ნაბიჯი

სოკოს მოთუშვის შემდეგ, იმავე ტაფაში მოვთუშოთ კუბიკებად დაჭრილი ბეკონი. მოთუშული სოკო კი, მწვანე ლობიოსთან გადავიტანოთ.

5 ნაბიჯი

ბეკონს დავუმატოთ ნაღები (შეგიძლიათ, დაამატოთ ყველიც) და მოთუშვის შემდეგ, სოკოსა და ლობიოს დავუმატოთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და კერძიც მზადაა.

შენიშვნა

სერვირებისას, კერძს უკვე გამზადებული მწვანე ხახვი მოაყარეთ.

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ