ორცხობილები დარიჩინით

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    10 წუთი
  • ულუფა
    1

მოამზადეთ უგემრიელესი დარიჩინიანი ორცხობილები, რომლის სურნელი და გემო ახალ წელთან ასოცირდება.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თაფლი, გამდნარი კარაქი (ცხელი არა) და ესეც კარგად შევათქვიფოთ.

2 ნაბიჯი

დავუმატოთ გამაფხვიერებელი, ვანილი და ზემოთ ჩამოთვლილი სანელებლები. ბოლოს, გამოვრთოთ მიქსერი და მიღებულ მასას ფქვილი ნელ-ნელა შევაზილოთ (ცომი არ უნდა გაგიმაგრდეთ).

3 ნაბიჯი

მიღებულ ცომს ვყოფთ რამდენიმე ნაწილად, თითო ნაწილს ვაბრტყელებთ სასურველ სისქემდე (მე 2 სმ სისქეზე გავაბრტყელე). ამოვჭრათ სასურველი ფორმები და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე (ზედა-ქვედა წვა) 8-10 წთ.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ