პელმენის წვნიანი

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    15 წუთი
  • ულუფა
    1

არომატულ, ბოსტნეულის წვენში მოხარშული ორაგულის პელმენი, ნაღებით და თეთრი ღვინით – აბა, ღირს მომზადება?!

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ადუღებულ ბულიონში ვყრით პელმენს და ვხარშავთ (10-12 წუთში მოიხარშა, ჩემს შემთხვევაში).

2 ნაბიჯი

სანამ პელმენი იხარშება, ტაფაზე ვყრით კარაქს და წვრილად დაჭრილ ხახვს და ნიორს. ვშუშავთ იქამდე, სანამ არ გაოქროსფერდება. ვამატებთ ნაღებს და ვაგრძელებთ შუშვას. ვაყრით მარილს გემოვნებით და მოშუშულ მასას ვამატებთ პელმენში, ვაცდით პირველ წამოდუღებამდე, ვამატებთ ღვინოს და წვნიანიც მზად არის.

ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი. მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 6 თვე ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გავხადე. მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რითმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა. ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა ბებიას სამზარეულოში ტრიალს თვალს ვადევნებდი და თავადაც ვცდილობდი ამ სამზადისში მონაწილეობას. გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ჩემი ბლოგი გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა, ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება ჩემს ბლოგში, საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი თუ დესერტი ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს წარმატებული კულინარიული ბლოგის შექმნას. კულინარიაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არასდროს უნდა შეგეშინდეს ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ ,კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.

ასევე დაგაინტერესებთ