- 02/12/2020
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო5 წუთი
-
დამატებითი დრო30-40 წუთი
-
ულუფა1
თუკი გსურთ, მარტივად და სწრაფად, რამდენიმე ინგრედიენტით, მოამზადოთ ფაფუკი და ჰაეროვანი ნამცხვარი, ეს რეცეპტი თქვენთვისაა!
ინგრედიენტები
აღწერა
კვერცხი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. შევურიოთ შაქარი და შემდეგ ზეთი, დავუმატოთ მაწონი.
სოდა და ძმარი კარგად გავხანათ ერთმანეთში და შევურიოთ მასას. ბოლოს კი, ვანილი და ფქვილი დავუმატოთ.
მიღებული მასა ჩავასხათ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 30/40წთ-ის განმავლობაში.
შენიშვნა
გაფორმებისთვის გამოყენებულია გარგრის მურაბა. თქვენ შეგიძლიათ, სხვა ჯემით ან მურაბით გააფორმოთ.
Mariam Digmelashvili
DoDo.Gastronomy-ს ერთ-ერთი დამფუძვნებელი. სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი, კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი, მოყვარული ფოტოგრაფი, კულინარი. სამზარეულო ის სამყაროა, საიდანაც არასდროს მინდება გამოსვლა, რაც უფრო მიბიძგებს და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გაცილებით მეტი ვისწავლო და პროფესიულ დონეზე დავეუფლო კულინარიას. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა კვების წარმოების ტექნოლოგიაზე, რაც კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ დონეზე განვავითარო, ჩემი, როგორც მომავალი მზარეულის მოღვაწეობა. უკვე მაქვს საკუთარი ბლოგი, DoDo.Gastronomy, ჩემს მეგობართან ერთად. და მაინც, რა არის DoDo.Gastronomy? ეს გახლავთ ორო უახლოესი მეგობრის კულინარიული ბლოგი, რომელიც შეგიძლოათ ნახოთ, როგორც Instagram-ზე, ასევე Facebook გვერდებზე. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა ტრადიციული თუ თანამედროვე კერძის რეცეპტი, შეგიძლიათ, იხილოთ როგორც ქართული, ასევე ევროპულო სამზარეული. DoDo.Gastronomy არის მრავალფეროვანი, გამოირჩევა საოცარი ფერადოვნებით, მასში გაერთიანებულია ორი ადამიანის ხედვა. ეს ყველაფერი კი იმდენად სინთეზური და ორგანულია, რომ აუცილებლად მოგინდებათ DoDo.Gastronomy-ს რეცეპტების გამოყენება.
ასევე დაგაინტერესებთ
ფაფუკი და ჰაეროვანი ნამცხვარი 30 წუთში!
ინგრედიენტები
Follow The Directions
კვერცხი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. შევურიოთ შაქარი და შემდეგ ზეთი, დავუმატოთ მაწონი.
სოდა და ძმარი კარგად გავხანათ ერთმანეთში და შევურიოთ მასას. ბოლოს კი, ვანილი და ფქვილი დავუმატოთ.
მიღებული მასა ჩავასხათ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 30/40წთ-ის განმავლობაში.