- 15/12/2020
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო15 წუთი
-
ულუფა3
ინგრედიენტები
აღწერა
პირველ რიგში, ხახვი მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ ფარში, მოვაყაროთ მარილი და დაველოდოთ, სანამ წყალი და ცხიმი ჩაშრება.
დავამატოთ დაჭრილი ან დაბლენდერებული პომიდორი, მეტი სირბილისვის, შეგიძლიათ, დაამატოთ ნაღების კარაქი, შემდეგ სუნელები და არაჟანი. პროცესში თან ურიეთ.
პარალელურად, გავასუფთაოთ ბულგარული წიწაკა, მასში მოვათავზოთ მომზადებული ფარში, მოვაყაროთ ზემოდან დაჭრილი ზეთისხილი, მჟავე კიტრი და ყველის ფირფიტები.
მომზადებული კერძი გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთი.
Diana Kveladze
ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.
ასევე დაგაინტერესებთ
ფარშირებული ბულგარული წიწაკა (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions