ფეიხოას არომატული ჩაი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    10 წუთი
  • ულუფა
    1

მოამზადეთ ვიტამინებით სავსე, არომატული ჩაი ფეიხოასგან.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

მოაჭერით ფეიხოას ორივე მხარე და გაჭერით 4 ნაწილად. დაუმატეთ 1 ცალი ვანილი, ასევე 5 კაკალი მიხაკი და სასურველი რაოდენობის წყალი. ჩაიდანს დააფარეთ თავზე და დადგით ცეცხლზე.

2 ნაბიჯი

როდესაც წყალი წამოდუღდება, გათიშეთ გაზი და ჩაიდანში მოათავსეთ 1 ცალი ჩაის ფერი. კვლავ დააფარეთ თავზე და როდესაც ფერს გაუშვებს, ჩაის ფერი ამოიღეთ.

შენიშვნა

შეგიძლიათ, მიირთვათ ცივ მდგომარეობაშიც.

მოყვარული კულინარი. გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულიანრიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის კულინარიისადმი ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა, ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ! ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს, დაიბადა ჩემი ეს სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც შეუძლებელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით.

ასევე დაგაინტერესებთ