ფელამუში – დესერტთა დესერტი

  • მომზადების დრო
    5 წუთი
  • დამატებითი დრო
    1 საათი და 30 წუთი
  • ულუფა
    1

შემოდგომა ფელამუშის გარეშე წარმოუდგენელია.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

წვენი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და გავათბოთ (შევამოწმოთ, არ უნდა "იკბინებოდეს" წვენი), გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავყაროთ ფქვილი და თან ვურიოთ.

2 ნაბიჯი

მთლიანად რომ ჩავყრით ფქვილს, წვენში დარჩება ფქვილის გაუხსნელი ბურთები და ხელით მივეშველოთ, ვურიოთ და გავხსნათ.

3 ნაბიჯი

ფქვილი სულ რომ გაიხსნება, ისევ შემოვდგათ ცეცხლზე და სანამ შესქელებას არ დაიწყებს და ადუღებამდე არ მივა, სულ უნდა ვურიოთ, გამუდმებით!

შენიშვნა

მომზადებული ფელამუში შეგიძლიათ, გააფორმოთ ნიგვზით.

ბლოგერი, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტი. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და სხვა ჰობის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მისწრაფება, სახელად - კულინარია. ჩვენი ოჯახიდან გამომდინარე, ეს ყოველივე ღრმა ბავშვობიდან მომდევს. არ მახსოვს, როდის შევქმენი პირველი კერძი, თუმცა ვიცი, თუ რატომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება დამეკავშირებინა ამ სფეროსთან, რადგან ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხელოვნების ტექნოლოგიურად და საფუძვლიანად შესწავლა, რომელშიც მეგონა, რომ უკვე საკმარისზე მეტი გამეგებოდა. თუმცა, მიხარია, რომ ეს ასე არ აღმოჩნდა... დღესდღეობით, ვაგრძელებ განვითარებას ამ სფეროში, ვთვლი, რომ ის ამოუწურავია და ბედნიერი ვარ იმით, რომ განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, დღევანდელობამ კულინარია ხელოვნებად აქცია... რა არის „დოდოს გასტრონომია“? ეს არის ორი უახლოესი მეგობრის INSTAGRAM და FACEBOOK კულინარიული ბლოგი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახლური რეცეპტების მთელ რიგს. აქ არის გადმოცემული ორი ახალგაზრდას შრომა, ფოტოგრაფიული თუ კულინარიული ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ სფეროსა თუ მასთან დაკავშირებულ დეტალებს.

ასევე დაგაინტერესებთ