ფელამუშის ტარტი (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    2 საათი
  • ულუფა
    1

მოამზადეთ ფელამუშის ტარტი ანას რეცეპტით.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

პირველ რიგში, დავფშვნათ ორცხობილა, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ მოხალული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი. კვლავ მოვურიოთ.

2 ნაბიჯი

მიღებული მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, გავშალოთ თანაბრად და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით.

3 ნაბიჯი

დავიწყოთ ფელამუშის გაკეთება - 3 ლიტრ ბადაგს დავუმატოთ სიმინდის და ხორბლის ფქვილი, მოვურიოთ ადუღებამდე და დავაყოვნოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაუქრება.

4 ნაბიჯი

მომზადებული ფელამუში ჩავასხათ ფორმაში და გავაციოთ. ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი.

მოყვარული კულინარი. ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა კერძების მომზადება, საკონდიტრო ნაწარმის მზადების პროცესს ყოველთვის შორიდან ვაკვირდებოდი, ცოტათი მეშინოდა კიდეც დესერტების მომზადება. კარანტინის დროს, როდესაც აქტიური ცხოვრების რიტმიდან დროებით ამოვარდნა მომიწია და სახლში აღმოვჩნდი, ჩემი მომზადებული კერძებისთვის ლამაზი ფოტოების გადაღება გადავწყვიტე. გადაღებული ფოტოების მხოლოდ ჩემთვის დატოვება დამენანა და აქედან დაიბადა ინსტაგრამ ბლოგის იდეაც. ხალხისგან წამოსულმა უკუკავშირმა სტიმული მომცა, რომ წამოწყებული საქმიანობა გამეგრძელებინა. ჩემი გამომწერების ინტერესის ძირითად სფეროს ტკბილეული წარმოადგენდა და მეც გადავდგი პირველი ნაბიჯი კონდიტერიაში. ჩემი პირველი,დამოუკიდებლად მომზადებული დესერტი შოკოლადის ტარტი იყო. მაშინ მივხვდი,რომ შეუძლებელი არაფერია და ამავე დროს აღმოვაჩინე, რომ საქმე, რომელიც მომწონს,მინდა ჩემს მეორე პროფესიად ვაქციო. ცოტა ხნის წინ ონლაინ საკონდიტროც კი შევქმენი, და არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ჩემს პატარა საკონდიტროში გიმასპინძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ