ფერადი ბლინები

  • მომზადების დრო
    10 წუთი
  • დამატებითი დრო
    20 წუთი
  • ულუფა
    2

ისაუზმეთ სადღესასწაულო განწყობასთან ერთად. ფერადი ბლინებით დღე უფრო ხალისიანად დაიწყება.

Advertisements

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ფქვილი, შაქრის პუდრა, გასაფხვიერებელი და მარილი ჩაყარეთ დიდ თასში და კარგად მოურიეთ.

2 ნაბიჯი

რძე, კვერცხის გული და კარაქი მოათავსეთ თასში და მოურიეთ, სანამ არ შეიკვრება. დაუმატეთ უკვე მომზადებული მშრალი ინგრედიენტების ნარევი, კანფეტების ფანტელები და განაგრძეთ მორევა ერთიანი მასის მიღებამდე.

3 ნაბიჯი

კვერცხის ცილა ჩაასხით ცალკე თასში და ათქვიფეთ 1 წუთის მანძილზე. შემდეგ ჩაასხით მომზადებულ ცომში და მოურიეთ, თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

4 ნაბიჯი

საშუალო ზომის ტაფა განათავსეთ დაბალ ცეცხლზე. მოასხით საცხობი სპრეი ან ზეთი. ტაფაზე დაასხით ½ ჭიქა ბლინის ცომი და გააჩერეთ ერთ მხარეს დაახლოებით 2 წუთით - იქამდე, სანამ ბუშტები არ გაუჩნდება, შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც გამოუცხვეთ. გამომცხვარი ბლინები თეფშზე გასაციებლად დააწყვეთ.

5 ნაბიჯი

გამომცხვარი ბლინები დაადეთ ერთმანეთს, რამდენიც გენებოთ. ბლინებს შორის და მათ ზემოთ შეგიძლიათ მოასხათ თაფლი ან ათქვეფილი ნაღები.

აღმოაჩინე შენი რეცეპტები Meals.ge -ზე.

ასევე დაგაინტერესებთ