- 16/11/2020
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო1 საათი და 30 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
ჩავასხათ თასში თბილი რძე, დავამატოთ გამდნარი კარაქი, ერთი კვერცხი, შაქარი, მარილი, მშრალი საფუარი, 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი და ფქვილი. თასში ჩაყრილი ინგრედიენტები ნელ-ნელა შეაზილეთ ერთმანეთს. მომზადებული ცომი ოთახის ტემპერატურაზე ერთი საათით დაასვენეთ.
სანამ ცომი ამოფუვდება, მოვამზადოთ გულსართი - ოთახის ტემპერატურაზე გამდნარ კარაქს, დავუმატოთ დაფქული დარიჩინი, შაქარი და ავურიოთ.
აფუებული ცომი გადმოვიტანოთ მაგიდაზე და გავაბრტყელოთ თანაბრად. სასურველია იყოს, დაახლოებით 1 სმ სისქის.
გაბრტყელებულ ცომს ზემოდან წავუსვათ წინასწარ მომზადებული გულსართი, რომელიც ასევე თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. შემდეგ კი, ცომი გადავახვიოთ რულეტივით, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ფორმაში და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით ნახევარი საათით.
ნახევარი საათის შემდეგ, ცომს წავუსვათ ერთი კვერცხის გულისგან და 1 ს/კ არაჟნისგან მომზადებული მასა და ისე მოვათავსოთ ღუმელში. ფუნთუშები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე.
სანამ ფუნთუშები გამოცხვება, მოვამზადოთ მინანქარი. შაქრის ფხვნილს დავუმატოთ ვანილი და ნელ-ნელა შევურიოთ რძე, თან ვურიოთ. ჯამში დაგჭირდებათ, დაახლოებით 5 ს/კ ცივი რძე.
შენიშვნა
გამომცხვარ ფუნთშებს მოვასხათ მომზადებული მინანქარი.
likuna megutnishvili
მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.
ასევე დაგაინტერესებთ
ფუნთუშები დარიჩინით (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions