ქადები დარიჩინის გულსართით (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    1 საათი და 40 წუთი
  • ულუფა
    3

ცხელი ჩაი, საინტერესო ფილმი, პლედი და დარიჩინიანი ორცხობილა საუკეთესო არჩევანია ცივი ამინდებისთვის.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ცომისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები აურიეთ ერთანეთში და კარგად მოზილეთ. ცომი უნდა შევფუთოთ და დავასვენოთ 1 სთ.

2 ნაბიჯი

პარალელურად, გულსართისთვის მომზადებული ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ ცომი გავყოთ სამ ნაწილად - თითო ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ შიგნით გულსართი, გადავახვიოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად.

3 ნაბიჯი

ქადებს ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულს ან კვერცხის გული და რძე, გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე 35-40 წუთი.

მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.

ასევე დაგაინტერესებთ