- 09/11/2020
- სამზარეულო: აზიური
- სირთულე: მარტივი

-
მომზადების დრო15 წუთი
-
დამატებითი დრო30 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
ქათმის ფილე დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად, მარინადისთვის დაგჭირდებათ: სოიოს სოუსი, წითელი ღვინო, მარილი და პაპრიკა, ეს ყველაფერი შეურიეთ ქათმის ფილეს და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.
ბრინჯი მოხარშეთ. მე ადუღებულ მარილიან წყალში ვყრი ბრინჯს, როდესაც მოიხარშება, გადამაქვს საწურზე, ვასხამ ცივ წყალს და საწურზე ვაჩერებ 20-25 წუთი, რომ წყალი მთლიანად გამოშრეს.
შეწვით დამარინადებული ქათამი. ხახვი, ბულგარული და სტაფილო მოთუშეთ. ბროკოლი მოხარშეთ ადუღებულ წყალში დაახლოებით 5 წთ, შემდეგ მოათავსეთ ცივ წყალში და გადაიტანეთ საწურზე. ქათამი და ბოსტნეული როდესაც მომზადდება, დაამატეთ ბროკოლი, დაჭყლეტილი ნიორი ან ნივრის პუდრა, სოიოს სოუსი და მარილი/პილპილი გემოვნებით. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი.
Mariam Shakarishvili
ფუდ-ფოტოგრაფი და ფუდ-ბლოგერი. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს მქონია პროფესიული თუ არაფორმალური შემხებლობა განათლების დონეზე კულინარიასთან. ამ სფეროსადმი ინტერესი 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და უამრავ გადაცემას ვუყურებდი, ვცდილობდი აღმომეჩინა ბევრი ახალი და საინტერესო მიმდინარეობა. გარდა ამისა, ფოტოგრაფიაც მიზიდავს და მთავარი ამოსავალი ამ საქმისა იყო, გამეერთიანებინა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან და ბლოგის სახით, ჩემი სოციალური კუთხე შემექმნა.
ასევე დაგაინტერესებთ
ქათამი აზიურად – ბრინჯის გარნირით
ინგრედიენტები
Follow The Directions