- 23/11/2020
- სამზარეულო: ამერიკული
- სირთულე: საშუალო

-
მომზადების დრო30 წუთი
-
დამატებითი დრო60 წუთი
-
ულუფა1
ინგრედიენტები
აღწერა
ნახევარი კილო ქათმის ფრთები კარგად გავასუფთაოთ. დავჭრათ და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
იმბირი, პაპრიკა, დაფქული ნიორი, სოიოს სოუსი, კარტოფილის სახამებელი, მარილი და კვერცხის ცილა დავამატოთ ქათმის ფრთებს, კარგად შევაზილოთ და გავაჩეროთ მინიმუმ 1 საათი.
ქათმის ფრთები შევწვათ გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან. ზეთი ნახევრად უნდა ფარავდეს ხორცს. როდესაც ორივე მხრიდან გახდება ოქროსფერი, დავდოთ მშრალ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმები მოვაშოროთ და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი, 150 გრადუსზე. რომ დაწითლდება, მზადაა.
მოვამზადოთ სოუსი - ტაფაზე დავასხათ 5 ს/კ სოიოს სოუსი, დავამატოთ 3 ს/კ ყავისფერი შაქარი, 1 ს/კ სეზამის მარცვლები (შეგვიძლია, სეზამის მარცვლები ბოლოსაც მოვაყაროთ), 1 ს/კ ძმარი, 1 არასრული ს/კ თაფლი და წიწაკის მარცვლები გემოვნებით. სოუსი წამოვადუღოთ და ჩავყაროთ შემწვარი ფრთები.
likuna megutnishvili
მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.
ასევე დაგაინტერესებთ
ქათმის ფრთები ტკბილ-ცხარე სოუსით (+ვიდეო)
ინგრედიენტები
Follow The Directions