როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე სახლში?

  • მომზადების დრო
    15 წუთი
  • დამატებითი დრო
    მთელი ღამე
  • ულუფა
    1
ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, სულ უფრო ხშირად ვიყენებთ მცენარეულ რძეს, მისი ბუნებრივი შემადგენლობის გამო.
ამიტომ, გთავაზობთ შვრიის რძის სახლში მომზადების რეცეპტს.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

90 გრამი შვრიის ფანტელი მოვათავსოთ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და დავტოვოთ მთელი ღამით.

2 ნაბიჯი

დილით გადავწუროთ წყალი, შვრია მოვათავსოთ ბლენდერში და დავასხათ 180 მლ. სუფთა წყალი.

3 ნაბიჯი

წყლიანი შვრია დავაბლენდეროთ მაღალ სიჩქარეზე 1-3 წთ, მიღებული მასა გავატაროთ წვრილ საცერზე დაფარებულ მარლაში. შემდეგ კარგად გამოვწუროთ ფაფად ქცეული შვრია.

შენიშვნა

საჭიროების შემთხვევაში, შვრია კიდევ ერთხელ გადაწურეთ წვრილ საცერზე ან მარლის დოლბანდში.

ტელე-რადიო ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრების 17 წელი რადიოწამყვანად ვიმუშავე, მათ შორის 12 წელი საქართველოში ნომერ პირველ რეიტინგულ რადიოსადგურ “არ დაიდარდოში”. 1 წლის წინ საცხოვრებლად პოლონეთში გადავედი და მომიწია საყვარელ პროფესიასთან განშორება, რაც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემი მსმენელისთვის. სევდიანი შეტყობინებების მიღებისას, უკვე ვიცოდი, რომ ბლოგს გავაკეთებდი, თუმცა, რა თემაზე? ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პროფესიის სწავლა მომიწია, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მიზიდავდა და არ მბეზრდებოდა, ეს იყო კულინარია და ფოტოგრაფია. ბევრი არ მიფიქრია, ”დიანას რეცეპტორი” აქ დაიბადა. თავიდან “ჯანსაღი ცხოვრების” პროპაგანდას ვეწეოდი და უშაქროდ, უფქვილოდ და უცხიმოდ ვქმნიდი დესერტებს თუ კერძებს (მრავლად ნახავთ დიეტურ რეცეპტებს ბლოგზე), თუმცა, დროთა განმავლობაში, მეცნიერების აღმოჩნის საფუძველზე, შეიცვალა სიტყვა “ჯანსაღის“ მნიშვნელობა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, ჩემმა ბლოგმა სახე იცვალა, მით უმეტეს, რომ პოლონეთში ქართული საცხობი დამიკავშირდა და მთხოვა ნამცხვრების დამზადება მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩემი დესერტების გასინჯვის შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, დავიწყე ტორტებსა და დესერტებზე შეკვეთების მიღება, ბრენდით @Slodkości Diany. აქედან გამომდინარე, ბლოგის სახეცვლილება გარდაუვალი იყო, ამიტომ ახლა ყველა სახის რეცეპტებს შეხვდებით @dianasreceptor-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ