საახალწლო ორცხობილები (+ვიდეო)

  • მომზადების დრო
    30 წუთი
  • დამატებითი დრო
    2 საათი
  • ულუფა
    1

ახალი წელი ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ამიტომ ჯინჯერის საახალწლო ორცხობილები მათთან ერთად მოამზადეთ.

ინგრედიენტები

აღწერა

1 ნაბიჯი

ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. დავუმატოთ ჯინჯერი, დარიჩინი, ვანილი, მწიკვი მარილი, თაფლი, 2 ცალი კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ.

2 ნაბიჯი

მიღებულ მასას დავუმატოთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. მომზადებული ცომი შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

3 ნაბიჯი

2 საათის გასვლის შემდეგ, გავაბრტყელოთ ცომი 2-3 სმ-ის სისქეზე და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. ვაცხობთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 8-10 წუთი.

შენიშვნა

გამომცხვარი ორცხობილები შეგიძლიათ, მორთოთ სურვილისამებრ.

მოყვარული კულინარი. კულინარია ჩემთვის ჰობია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც შემეძინა ბავშვი. გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ჩემი შვილისთვის გემრიელი წვნიანები. შემდეგ უკვე მეგობრებისთვის დავიწყე კერძების მომზადება, ახალი გემოების აღმოჩენა და მათთვის გაზიარება. დადებითი და გემრიელი ემოციების შემდეგ, გაჩნდა ვლოგის შექმნის იდეა, რასაც საკმაოდ მოკლე დროში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომავალში ვგეგმავ კულინარია ვაქციო პროფესიად.

ასევე დაგაინტერესებთ